Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსულმა OTP-მ პუტინზე ხუმრობის გამო საავტორო პროგრამა არ გაუშვა


რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზია OTP -ის გადაცემა „სოციალურ ქსელის“ წამყვანი ვლადისლავ სოროკინი აცხადებს, რომ ის და მისი კოლეგა ეკატერინა ვორონინა ტოვებენ არხს ცენზურის გამო. ამის თაობაზე ტელეწამყვანმა ფეისბუკით გაავრცელა ინფორმაცია. თუმცა, ამ ინფორმაცის უარყოს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ანატოლი ლისენკო, რომელიც პროგრამის ეთერიდან მოხსნას მისი „მოუმზადებლობით“ ხსნის. პროგრამა „სოციალური ქსელი“, რომელშიც სახუმარო სიუჟეტიც უნდა ყოფილიყო ვლადიმირ პუტინის განქორწინების თაობაზე, პარასკევს უნდა გასულიყო ეთერში. საზოგადოებრივი ტელევიზია OTP მუშაობას 2013 წლის 19 მაისს შეუდგა. მისი შექმნის ინიციატივა 2011 წლის დეკემბერში რუსეთის ყოფილი პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს ეკუთვნის.
XS
SM
MD
LG