Accessibility links

logo-print

თურქეთის მმართველი პარტია გამორიცხავს ვადამდელ არჩევნებს


თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოანის „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტია გამორიცხავს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, მას შემდეგ რაც დემონსტრანტებმა ყურად არ იღეს პრემიერ-მინისტრის მოწოდება. პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ჰუსეინ გელიკმა შაბათს განაცხადა, რომ ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნები დაგეგმილ ვადებში მომავალ წელს ჩატარდება, საპარლამენტო კი - 2015 წელს. მიუხედავად ერდოანის მოწოდებისა, რომ დაუყოვნებლად დაშლილიყვნენ, დემონსტრანტებმა შაბათი ღამე კვლავ სტამბულის ტაქსიმის მოედანზე გაატარეს. სამშვიდობო საპროტესტო აქცია გასულ პარასკევს სტამბოლის ცენტრში უნიკალური მწვანე პარკის გადარჩენის მოთხოვნით დაიწყო, თუმცა მას შემდეგ, რაც 31 მაისს პოლიციამ დაშალა მომიტინგეები, პროტესტი უვადო აქციით გაგრძელდა და გაჩნდა ლოზუნგები ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით. ძალადობის შედეგად თურქეთში, სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა.
XS
SM
MD
LG