Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი ვაშინგტონს საჰაერო იერიშების გამო პროტესტს უცხადებს


პაკისტანის ახალმა ხელისუფლებამ განმარტებისათვის დაიბარა აშშ-ის წარმომადგენელი მას შემდეგ, რაც ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავების იერიშს პაკისტან-ავღანეთის საზღვრის სიახლოვეს სულ მცირე შვიდი ექსტრემისტი დაიღუპა. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპროტესტო ნოტა აშშ-ის დროებით რწმუნებულს რიჩარდ ჰოეგლანს შაბათს გადაეცა. ჩრდილო ვაზირისტანში ამერიკული დრონების მიერ ექსტრემისტების შტაბზე განხორციელებული იერიში პირველია მას შემდეგ, რაც პაკისტანის მთავრობა პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი ჩაუდგა სათავეში. შარიფი დაჟინებით მოითხოვს, რომ აშშ-მა შეწყვიტოს მსგავსი იერიშები, რაც პაკისტანის პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელყოფს ქვეყნის სუვერენიტეტს. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განვლილ თვეში განაცხადა, რომ აშშ-ი უპილოტო თვითმფრინავების იერიშები მხოლოდ „განგრძობადი და გარდაუვალი“ საფრთხის შემთხვევაში განხორციელდება.
XS
SM
MD
LG