Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლანდი: კრიზისს კი არ დაუსუსტებია ევროპის სახელმწიფოები, არამედ მან მათი გაძლიერების წინაპირობები შექმნა


საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა იაპონიაში ვიზიტის დროს განცხადება გააკეთა ევროზონაში დავალიანებებთან დაკავშირებული კრიზისის დასრულების შესახებ. კვირას საქმიან წრეებთან შეხვედრაზე ოლანდმა ასევე თქვა, რომ კრიზისს კი არ დაუსუსტებია ევროპის სახელმწიფოები, არამედ, პირიქით, შექმნა მათი გაძლიერების წინაპირობები. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპას ამჟამად ყველა საჭირო საშუალება მოეპოვება სტაბილურობისა და ერთიანობის შესანარჩუნებლად. მისი სიტყვებით, ეკონომიკური მართვის სფეროში გაუმჯობესება შეინიშნება. ოლანდმა ეს განცხადება გააკეთა მაშინ, როცა ევროპის კავშირის ქვეყნების უმრავლესობას ჯერაც უჭირს რეცესიისა და უმუშევრობის პრობლემებთან გამკლავება. თავად საფრანგეთში მიმდინარე თვეში უმუშევრობამ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია.
XS
SM
MD
LG