Accessibility links

უილიამ ჰეიგი: სირიის სამოქალაქო კონფლიქტზე საერთაშორისო კონფერენციის შანსები მცირდება


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მიერ უკანასკნელ ხანებში მოპოვებული სამხედრო წარმატებები გაართულებს სირიის სამოქალაქო კონფლიქტის მოგვარებისთვის საერთაშორისო კონფერენციის მოწყობას. უილიამ ჰეიგმა ეს განცხადება კვირას გააკეთა ბი-ბი-სი-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, მთავრობამ წარმატებებს მიაღწია დიდი მსხვერპლის და სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენების ხარჯზე. როგორც ჰეიგმა თქვა, მოვლენათა ამგვარი განვითარება ნიშნავს, რომ მთავარობა მოლაპარაკებებზე ნაკლებ დათმობებზე წავა და შემცირდება მოლაპარაკებებში ოპოზიციის საერთოდ მონაწილეობის ალბათობა. უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში საერთაშორისო თანამეგობრობა ცდილობს, ივნისში ასეთი კონფერენცია მოაწყოს ჟენევაში.
XS
SM
MD
LG