Accessibility links

logo-print

ერდოანმა კვლავ დაგმო საპროტესტო გამოსვლები


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა კვლავ დაგმო საპროტესტო გამოსვლები და მათ მონაწილეებს „მაროდიორები“ უწოდა. მან თავის მომხრეებს მოუწოდა, მომავალი წლის ადგილობრივ არჩევნებზე „ჭკუა ასწავლონ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს“. ეს განცხადება ერდოანმა კვირას გააკეთა თურქეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ადანაში, სადაც შაბათს საღამოს მთავრობის მომხრე და მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ერდოანმა თავის მომხრეებს მოუწოდა, მონაწილეობა არ მიიღონ ძალადობაში. კვირას ათიათასობით დემონსტრანტი გავიდა სტამბოლის ქუჩებში. დემონსტრაციები გაიმართა ანკარაში, იზმირსა და სხვა ქალაქებში. თურქეთში ათდღიანი საპროტესტო დემონსტრაციების განმავლობაში ერთი დემონსტრანტი და ერთი პოლიციელი დაიღუპნენ.
XS
SM
MD
LG