Accessibility links

logo-print

მოლდავეთის პრემიერ-მინისტრი მხარს უჭერს დნესტრისპირეთის თაობაზე მოლაპარაკებების განახლებას


მოლდავეთის პრემიერ-მინისტრმა იური ლიანკემ მხარი დაუჭირა დნესტრისპირეთის თაობაზე მოლაპარაკებების განახლებას. კვირას ეროვნული რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ლიანკემ განაცხადა, რომ საჭიროა „დნესტრისპირეთის რეგიონის დაბრუნება ერთიან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სივრცეში.“ მთავრობის მეთაური მიესალმა დნესტრისპირეთში ვითარების დარეგულირების გზაზე „პატარა ნაბიჯებს“, რომლებიც წინა მთავრობის მიერ გადაიდგა პრემიერ-მინისტრ ვლად ფილატოვის მეთაურობით. ამავე დროს ლიანკემ დასძინა, რომ ვერ ხედავს პრობლემის სრულად მოგვარების შესაძლებლობებს. ლიანკემ თქვა, რომ მისი მთავრობა თანმიმდევრულად განაგრძობს კიშინოვსა და ტირასპოლს შორის ურთიერთნდობის ჩამოყალიბებისთვის ზრუნვას და მიესალმება დნესტრისპირეთის ლიდერთან, ევგენი შევჩუკთან პირდაპირ მოლაპარაკებებს.
XS
SM
MD
LG