Accessibility links

logo-print

სადღეღამისო დაცვის ქვეშ აიყვანეს ლონდონში მოქმედი მუსულმანური გაერთიანებები


ბრიტანეთის სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, ლონდონში მოქმედი მუსულმანური გაერთიანებები სადღეღამისო დაცვის ქვეშ იქნებიან. ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გასულ კვირაში, ლონდონში, ორი ხანძარი გაჩნდა. შაბათ ღამით ცეცხლი მოეკიდა ბიჭებისათვის განკუთვნილ მუსულმანურ ინტერნატს, რომელიც ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ოთხშაბათს კი მთლიანად დაიწვა სომალის კულტურის ცენტრი, რომელიც ბრიტანეთის დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობდა. რამდენიმე ხნით ადრე, მას შემდეგ, რაც ლონდონის ერთ-ერთ რაიონში ვულიჩში ბრიტანელი სამხედრო მოკლეს, რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა ინგლისში მოქმედ მეჩეთებზე.
XS
SM
MD
LG