Accessibility links

logo-print

ამერიკის უშიშროების თანამშრომელმა აღიარა ინფორმაციის გაჟონვა სკანდალურ „საყოველთაო მოსმენებზე“


29 წლის ამერიკელმა აღიარა გაზეთებისათვის იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელშიც საუბარია აშშ-ის სამთავრობო სტრუქტურების დაკვეთით შემუშავებული თვალთვალის საიდუმლო პროგრამების არსებობაზე. ედვარდ სნოუდენი აცხადებს, რომ იგი კონტრაქტით მუშაობდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთოხების სააგენტოსა (NSA) და ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში. სნოუდენმა დატოვა აშშ-ის ტერიტორია და მისი საქციელი იმით ახსნა, რომ მისი ქვეყანა ქმნის ჯაშუშობის გაუგებარ და საიდუმლო მანქანას, რომელიც მთელ ამერიკას უსმენს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გასული კვირის ბოლოს „ვაშინგტონ პოსტსა“ და „გარდიანში“ გამოქვეყნდა სკანდალური სტატიები, რამაც აშშ-ის ხელისუფლების გაღიაზიანება გამოიწვია. აშშ-ის დაზვერვის უწყების ხელმძღვანელმა ჯეიმს კლაპერმა განაცხადა, რომ სტატიებში ბევრი უზუსტობაა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება „დასაძრახია“. „ვაშინგტონ პოსტმა“ და „გარდიანმა“ ხუთშაბათს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ის ხელისუფლებაა აქვს პირდაპირი წვდომა აშშ-ის წამყვანი ინტერნეტ-კომპანიების სერვერებზე, რითაც შესაბამისი სამსახურების აგენტებს საშუალება აქვთ ნახონ ელექტრონული ფოსტა, ფოტოები და სხვა დოკუმენტები. წამყვანმა კომპანიებმა, მათ შორის - „ეფლმა“, „გუგლმა“ და „ფეისბუკმა“ ორშაბათს განაცხადეს, რომ ისინი არც ერთ სამთავრობო უწყებას არ აძლევენ მათ სერვერებზე „პირდაპირი წვდომის“ საშუალებას.
XS
SM
MD
LG