Accessibility links

logo-print

ერდოანი დემონსტრანტებს გაფრთხილებას აძლევს


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიმ ერდოანმა კვირას გააფრთხილა დემონსტრანტები, რომ მის მოთმინებას საზღვარი აქვს, ხოლო სტამბულში მიმდინარე არეულობები შეადარა იმ სამხედროების განზრახვას, რომლებიც ექვსი წლის მისი ხელისუფლების შეზღუდვას შეეცადნენ. კვირას ათიათასობით დემონსტრანტი გავიდა სტამბოლის ქუჩებში. დემონსტრაციები გაიმართა ანკარაში, იზმირსა და სხვა ქალაქებში. თურქეთში ათდღიანი საპროტესტო დემონსტრაციების განმავლობაში ერთი დემონსტრანტი და ერთი პოლიციელი დაიღუპნენ. დემონსტრაციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებასაც მოითხოვდნენ. ერდოანის თქმით, მის პოლიტიკურ მომავალს არა ქუჩა, არამედ არჩევნები გადაწყვეტს.
XS
SM
MD
LG