Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისხლიან თავდასხმას პაკისტანში ნატოს ბადრაგის წევრები შეეწირნენ


პაკისტანის ხელისუფლების ინფორმაციით, ნატოს ბადრაგი, რომელიც სატვირთო მანქანებს მიაცილებდა, სისხლიანი თავდასხმის სამიზნე გახდა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში. ჯამრუდის თემური რაიონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად მანქანაში მყოფი ექვსი ადამიანი დაიღუპა. თავდამსხმელებმა კოლონას ცეცხლი ყუმბარსატყორცნებიდან და ავტომატებიდან გაუხსნეს. პასუხისმგებლობა თავდასხმაზე აიღო „ოსამას არმიამ“, ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიქმნა. პაკისტანზე გადის ავღანეთში მყოფი ნატოს ჯარების მომარაგების ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი. ისლამაბადსა და ვაშინგტონს შორის არსებობს შეთანხმება, რომელიც 2015 წლამდე აძლევს ნატოს ბადრაგს უფლებას გააცილოს სატვირთო ავტომანქანები პაკისტანის საპორტო ქალაქ კარაჩიდან ავღანეთამდე.
XS
SM
MD
LG