Accessibility links

logo-print

თედო ჯაფარიძე უარს ამბობს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის პოსტზე თავისი კანდიდატურის წარდგენაზე


საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე უარს ამბობს დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე თავისი კანდიდატურის წარდგენაზე. თედო ჯაფარიძის განცხადებით, "ბოლო პერიოდში უამრავი ახალი და ამავდროულად მწვავე თემა გამოვიდა წინა პლანზე, განვითარდა ბევრი დელიკატური ხასიათის პროცესი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და პროცესებში აქტიურად არიან ჩართულნი კომიტეტი და პარლამენტის სხვა სტრუქტურები, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და აღმასრულებელ უწყებებთან ერთად.” ჯაფარიძის განმარტებით, სწორედ აქედან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამისმა უწყებამ გაიწვიოს მისი კანდიდატურა. საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გადაწყვეტილების მიზეზად ასახელებს ”გაუგონარ აჟიოტაჟსაც” და ”უაზროდ გაჭიანურებულ პროცესს,” რომელიც თან ახლავს ახალი ელჩის დანიშვნას და მნიშვნელოვნად აფერხებს საქართველოს საგარეო პოლიტიკას, აზარალებს დიპლომატიის რეპუტაციას და უხერხულ მდგომარეობას უქმნის საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს.
XS
SM
MD
LG