Accessibility links

logo-print

გივი თარგამაძე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს


საქართველოს მიმართ მუქარის შემცველი ვიდეომასალების წარმომავლობის დასადგენად ნაციონალური მოძრაობა დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს. უმცირესობის დეპუტატის გივი თარგამაძის შეფასებით, შსს-ს გამოძიება დაუსაბუთებლად დიდხანს გაიწელა. ”ჩვენ არ ვართ ციდან ჩამოვარდნილი ხალხი, გვქონდა ურთიერთობა პარტნიორებთან და აქედან გამომდინარე ვიცით, რომ გამოძიებას სჭირდება გაცილებით ნაკლები დრო”, - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე თარგამაძემ. მისივე თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამოძიება არასასურველი მიმართულებით მიმდინარეობს, რის გამოც მას უნდობლობას უცხადებს და პარლამენტის თავმჯდომარეს საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მიმართავს.
XS
SM
MD
LG