Accessibility links

logo-print

ევროპაში კვლავ გრძელდება წყალდიდობა


ევროპის რიგ ქვეყნებში კვლავ ებრძვიან წყალდიდობას. გერმანიის ქალაქ მაგდებურგში, სადაც ძლიერი წვიმების გამო ნაპირებიდან გადმოვიდა მდინარ ელბა, კვირას 30 ათასი კაცის ევაკუაცია გახდა საჭირო. ევროპის სხვა ქვეყნებში წყლის დონემ კლება დაიწყო. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში კვირას მდინარე დუნაის დონე ისტორიულ 7,45 მეტრს მიაღწია და შემდეგ დაიკლო, რითაც ქალაქს საფრთხე აღარ ემუქრება. წუხანდელი ძლიერი წვიმების შედეგად მოკლე ხნით დაიტბორა პრაღის ერთ-ერთი ქუჩა. წყალდიდობის საფრთხის გამო, გადაუდებელი ზომებია მიღებული ავსტრიასა და სლოვაკეთში. წყალდიდობის შედეგად გასულ კვირაში ევროპის ცენტრში სულ მცირე 18 კაცი დაიღუპა. მათგან 10 - ჩეხეთში.
XS
SM
MD
LG