Accessibility links

პრემიერ-მინისტრი უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრების საკითხს თარიღის გამოცხადების შემდეგ გადაწყვეტს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრების საკითხს სხდომის ზუსტი თარიღის გამოცხადების შემდეგ გადაწყვეტს. პრემიერის პრესსამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს პრეზიდენტი და სწორედ მისი გადასაწყვეტია სხდომის დანიშვნის ზუსტი დრო. პრესსამსახური აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი თბილისში იმყოფება ორშაბათს და სამშაბათს და მხოლოდ ზუსტი თარიღის გამოცხადების შემდეგ მიიღებს სხდომაზე დასწრების, ან არდასწრების გადაწყვეტილებას. მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციამ 9 ივნისს განაცხადა, რომ ავღანეთში ქართველ სამხედროებზე თავდასხმის და მუქარის შემცველი ვიდეოკლიპების გავრცელების გამო პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს და მზად არის მისი და პრემიერ-მინისტრის აპარატების შეთანხმებით სხდომა დანიშნოს ორშაბათს, სამშაბათს ან ოთხშაბათს.
XS
SM
MD
LG