Accessibility links

logo-print

ირანის საარჩევნო კამპანიას პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი გამოეთიშა


ირანის მედიის ცნობით, 14 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ხოლამ ალი ჰადად ადელი, რომელმაც თავისი კანდიდატურა მოხსნა. ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში, მან ამომრჩევლებს მოუწოდა, უერთგულონ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის კურსს, არჩევანის გაკეთებისას. მას არ განუმარტავს საკუთარი კანდიდატურის მოხსნის მიზეზი. ირანის გუშაგთა საბჭომ, რომლის ფუნქციებს შორის არჩევნებში მონაწილეთა კანდიდატურების დამტკიცებაც შედის, 21 მაისს დაამტკიცა პრეზიდენტობის სულ რვა კანდიდატი - თითქმის 700 მსურველიდან. დარჩენილ კანდიდატებს შორის არიან ირანის ბირთვულ პროგრამაზე საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილე საიდ ჯალილი და თეირანის მერი მოჰამად ბაქერ ყალიბაფი.
XS
SM
MD
LG