Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებებმა ათობით ადამიანი შეიწირა


ორშაბათს ერაყში ათობით ადამიანი შეიწირა ჩრდილოეთში მოწყობილმა აფეთქებებმა. საღამოს ხუთი დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა ქალაქ მოსულში, ცნობების თანახმად, დაიღუპა 29 და დაიჭრა ათობით ადამიანი. დაღუპულების შესახებ იუწყებიან თიქრითიდან და თუზ ხურმატოდანაც, თუმცა ზუსტი რიცხვი არ სახელდება. ორშაბათს უფრო ადრე, სულ ცოტა, 13 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაიჭრა ქალაქ ჯადიდათ ალ-შატში დანაღმული ავტომანქანებით მოწყობილი აფეთქებების შედეგად. მსხვერპლის შესახებ იუწყებიან ბაღდადის ჩრდილოეთით, 25-მდე კილომეტრში მდებარე ქალაქ ტაჯიდანაც. დანაღმული ავტომანქანის აფეთქებამ იქ, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი შეიწირა.
XS
SM
MD
LG