Accessibility links

საარჩევნო პროცესს გამოეთიშა ირანის პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი


ირანის პრეზიდენტობის კანდიდატმა მოჰამად რეზა არეფმა პარასკევის არჩევნებიდან კანდიდატურა მოხსნა. არეფმა თავის ვებ-საიტზე განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის მოჰამად ხათამის თხოვის შემდეგ მიიღო. არეფის დღევანდელ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აგრეთვე მოწოდებები რეფორმატორებისგან, რომ მას მოეხსნა კანდიდატურა და მის მომხრეთა მხარდაჭერა პრეზიდენტობის კანდიდატ ჰასან როჰანისკენ მიმართულიყო. თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ ორშაბათს კიდევ ერთმა პირმა - ირანის პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ღოლამ-ალი ჰადად-ადელმა განაცხადა. ჰადად-ადელი ირანის სულიერ ლიდერ აიათოლა ალი ხამენეისთან დაახლოებულ პირად ითვლებოდა. დარჩენილი კანდიდატების უმრავლესობა ისლამური რეჟიმის კონსერვატიულ მხარდამჭერებად ითვლებიან.
XS
SM
MD
LG