Accessibility links

ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება უშიშროების საბჭოს სხდომას


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას არ დაესწრება, რადგან წინასწარ დასახელებული საკითხები მისთვის ამ ეტაპზე საინტერესო არ არის. ივანიშვილმა სასტუმრო „რედისონში“ ჟურნალისტებს განუცხადა: „ჯერ საკითხები უნდა იყოს ისეთი, რომ აუცილებელია და სასწრაფოდ მისასვლელია. მერე უნდა შევხედო რამდენად ქმედითუნარიანია ეს სტრუქტურა და რა მოხდება დღეს, ესეც დავინახოთ“. პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომას სამი მინისტრი დაესწრება - თავდაცვის, საგარეო და შინაგან საქმეთა უწყებების ხელმძღვანელები. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 11 ივნისს 18 საათზე პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.
XS
SM
MD
LG