Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბებმა ყირგიზი მძევალი გაანთავისუფლეს


ექსტრემისტული ორგანიზაცია თალიბანი აცხადებს, რომ გაანთავისუფლა ყირგიზი მძევალი, რომელიც აპრილში სამხრეთ-აღმოსავლეთ ავღანეთში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ აღმოჩნდა მათ ტყვეობაში. ამის შესახებ ინფორმაცია სამშაბათს გაავრცელა თალიბანის ოფიციალურ წარმომადგენელ ზაბიულაჰ მოჯაჰიდმა, რომელმაც ყირგიზი მძევლის განთავისუფლებას თალიბანის კეთილი ნება უწოდა. მძევლების აყვანა 21 აპრილს მოხდა ქაბულთან ახლომდებარე ლოგარის პროვინციაში, სადაც ავარიული დაშვება განახორციელა შვეულმფრენმა, რომელზეც 8 თურქი, ერთი რუსი, ერთი ყირგიზი და ერთი ავღანელი თარჯიმანი იმყოფებოდნენ. თალიბანმა თურქი მძევლები გასულ თვეში გაანთავისუფლა. თუმცა, კვლავ ტყვეობაში ჰყავს რუსი და ავღანელი. მუჯაჰიდის თქმით, ისინი მძევლების „სადაზვერვო სამსახურებთან შესაძლო კავშირებს იკვლევენ“.
XS
SM
MD
LG