Accessibility links

logo-print

ერდოანი აცხადებს, რომ საპროტესტო გამოსვლები დესტრუქციული ელემენტების მძევლად იქცა


თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი აცხადებს, რომ საპროტესტო აქციები თურქებში დესტრუქციული პილიტიკური დღის წესრიგის მძევლად იქცა. ანკარაში კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ერდოანმა აღნიშნა, რომ აპირებს შეხვდეს დემონსტრანტების ლიდერებს, იმათ გარდა, ვისაც, ერდოანის თანახმად, ვისაც „სურს სხელი გაუტეხოს თურქეთს და ზიანი მიაყენოს, ქვეყნის ეკონომიკას.“ სამშაბათს თურქეთში, სტამბოლის ტაქსიმის მოედანზე რამდენიმე ასეული სპეცრაზმელი შევიდა და ბარიკადების რღვევას შეუდგა. სამართალ-დამცავებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. მათ აქციის მონაწილეთა ნაწილი აიძულეს ახლომდებარე ტერიტორიაზე - გეზის პარკში გადანაცვლებულიყვნენ. ზოგიერთმა აქტივისტმა სპეცრაზმის იერიშს მაშხალების, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილებისა“ და ქვების სროლით უპასუხა.
XS
SM
MD
LG