Accessibility links

logo-print

ჩინეთმა ორბიტაზე მეორე კოსმონავტი ქალი გაუშვა


ჩინეთმა კოსმოსში მეორედ გაუშვა კოსმონავტი ქალი. ჩინეთის კოსმოსურმა ხომალდმა „შენჩჟოუ-10“-მა სამშაბათს სტარტი აიღო ცზიუციუანის კოსმოდრომიდან, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი სი ძინპინი ადევნებდა თვალს. ხომალდზე სამი ასტრონავტი იმყოფება. მათ შორის 33 წლის ვანგ იაპინგი, რომელიც მეორე ჩინელი კოსმონავტი ქალია. კოსმოსური მისიის დროს იგი ხომალდიდან ჩინელ სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავს. ჩინეთმა კოსმოსურ ორბიტაზე პირველი ქალი ასტრონავტი შარშან გაუშვა. დღევანდელი სტარტის სახით, ჩინეთი ბოლო 10 წლის განმავლობაში მე-5 პილოტიან კოსმოსურ ხომალდს უშვებს. პეკინი 2002 წლისათვის საკუთარი კოსმოსური სადგურის აშენებას გეგმავს.
XS
SM
MD
LG