Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამასკის ცენტრში სისხლიანი თავდასხმა მოხდა


სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ორმა თვითმკვლელმა მოიერიშემ თავდასხმაა განახორციელა დამასკის ცენტრში მდებარე მარიეჰის სკვერში, რომლის დროსაც სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა. სამშაბათის აფეთქება, როგორც იუწყებიან, საემიგრაციო და საპასპორტო დეპარტამენტის შენობის მახლობლად მოხდა. ბრიტანეთში მდებარე სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, აფეთქება ხალხმრავალი სკვერში დამონტაჟებული ბომბებით მოხდა. სხვა დეტალები უცნობია. სირიაში სამთავრობო შენობებზე რეგულარულად ხდება თვითმკვლელების განხორციელებული იერიშები და აფეთქება.
XS
SM
MD
LG