Accessibility links

logo-print

მსოფლიო ნაკლებად მშვიდობიანი გახდა


ახალი გამოკვლევა, რომელიც მშვიდობის გლობალური ინდექსი 2013-ის სახელითაა ცნობილი მსოფლიოს მასშტაბით სამხედრო დანახარჯებისა და მკვლელობების ზრდაზე მეტყველებს. გამოკვლევის თანახმად, გასული წლის განმავლობაში 111 ქვეყანა გახდა ნაკლებად მშვიდობიანი, მაშინ როცა, მშვიდობამ იმატა მხოლოდ 48 ქვეყანაში. გამოკვლევაში აღნიშნულია სამოქალაქო ომი სირიაში, ასევე სამხედრო დანახარჯების ზრდა ირანის, ერაყის, ავღანეთისა და სხვა ქვეყნების მიერ. ნაკლებად მშვიდობიან რეგიონებში აღმოჩნდნენ რუსეთი და ევრაზია. ყველაზე მშვიდობიანი ქვეყანაა ისლანდია, ყველაზე ნაკლებად მშვიდობიანი კი - ავღანეთი. ყოველწლიურ კვლევას მსოფლიოში მშვიდობის ინდექსის დასადგენად, ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი ატარებს.
XS
SM
MD
LG