Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის შენობის ერთ სართულზე ჭერი ჩამოინგრა


ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობის ერთ სართულზე ჭერი ჩამოინგრა. პარლამენტის აპარატის უფროსმა ზურაბ მარაქველიძემ სააგენტო "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ მილიდან წყლის ძლიერ ნაკადს კედელმა ვერ გაუძლო და ჭერთან ერთად ნაწილობრივ ჩამოინგრა. ამჟამად აღდგენითი სამუშაო მიმდინარეობს. მომხდარის გამო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძემ დღეს კვლავ განაცხადა, რომ პარლამენტში ყოფნა საშიშია, მით უმეტეს, რომ შენობის უსაფრთხოების დამადასტურებელი დასკვნა ვერც ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გასცა.
XS
SM
MD
LG