Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას


პრემიერ-მინისტრის განცხადება საქართველოსადმი მუქარის შემცველი ვიდეოკლიპების შესაძლო წარმომავლობის შესახებ ჭორაობის გაგრძელებად შეაფასა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. მისი ხელმძღვანელის ანდრო ბარნოვის თქმით, გამოძიების დასრულება უმოკლეს ვადაში იყო შესაძლებელი, თუმცა ამის ნაცვლად მთავრობის მხრიდან ჭორაობა გრძელდება. დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე ბარნოვმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრს მსგავსი შეფასებები ჰქონდა გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამოც, თუმცა გაირკვა, რომ მასალა შს-თა მინისტრის მოადგილემ ხვედელიძემ გაავრცელა. როგორც ანდრო ბარნოვმა აღნიშნა, თუ პრემიერ-მინისტრის შეფასებები მხოლოდ ჭორაობა არ არის და რაიმე ინფორმაციას ეფუძნება, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ შსს-მ ეს ინფორმაცია უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გამოაქვეყნოს.
XS
SM
MD
LG