Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსი პეტრიაშვილი: აუცილებლად იქნება „ხელშესახები პროგრესი“ ნატოში ინტეგრაციის მხრივ


საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილი მოელის, რომ ნატოს მომავალ სამიტზე საქართველოსათვის „აუცილებლად იქნება ხელშესახები პროგრესი“ ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით. პეტრიაშვილმა ეს ვარაუდი გამოთქვა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, ჩვენი რადიოს პრაღის შტაბ-ბინაში სტუმრობისას. „შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველოს ნამდვილად ეკუთვნის ძალიან სერიოზული ხელმოსაკიდი პროგრესის დამადასტურებელი გადაწყვეტილება ნატოს მხრიდან. მაგრამ ნატო არის 28 ქვეყნისაგან შემდგარი ორგანიზაცია და კონსენსუსის წესით იღებენ გადაწყვეტილებას“, განაცხადა პეტრიაშვილმა. ჩვენთან ინტერვიუში მან ისაუბრა ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობაზეც და მზადებაზე „ევროპის აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტისათვის.
XS
SM
MD
LG