Accessibility links

ფანჯიკიძე: ელჩობის კანდიდატების საკითხს საგანგებო სხდომაზე განიხილავენ


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ უცხოეთის ქვეყნებში საქართველოს ელჩობის კანდიდატების საკითხი სპეციალურ სხდომაზე განიხილება. ფანჯიკიძემ ამის შესახებ განაცხადა სამშაბათს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გარდა მან სწორედ ელჩობის კანდიდატების დამტკიცების პრობლემა დააყენა.
XS
SM
MD
LG