Accessibility links

logo-print

იშხნის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოები შესაძლოა, აგვისტოში დასრულდეს


ისტორიულ ტაო-კლარჯეთში იშხნის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოები თურქულმა სამშენებლო კომპანიამ შესაძლოა, აგვისტოში დაასრულოს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის აკადემიური პროგრამების მენეჯერმა ლევან წიქარიშვილმა განუცხადა, იშხანში ტურები ყოველ კვირას ჩაჰყავს და იქ მიმდინარე სამუშაო პროცესებს თვალს ადევნებს. ის აცხადებს, რომ ქართველი სპეციალისტების მონაწილეობის გარეშე იშხანზე აღდგენითი სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ყველაფერი საკმაოდ უხეშად სრულდება. კვირიდან კვირამდე ტაძარზე განხორციელებული ცვლილებების დაფიქსირება მან მხოლოდ შორიდან შეძლო, რადგან ეზოში შესვლის უფლება ტურისტებს არა აქვთ. მისივე თქმით, სამშენებლო სამუშაოების ტემპები იმდენად სწრაფია, რომ გურგენისეული მცირე ეკლესიის ორი კედელი უკვე აშენებულია. ლევან წიქარიშვილი ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში აცხადებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, სამუშაოები რეკომენდებული 400 დღის ნაცვლად აგვისტოში დასრულდეს.
XS
SM
MD
LG