Accessibility links

logo-print

პროფკავშირების წარმომადგენლები შრომის კოდექსის საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ


პროფკავშირების წარმომადგენლები შრომის კოდექსის საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ, - იტყობინება "ინტერპრესნიუსი" საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მათივე განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი ცვლილებების პროექტში დასაქმებულთა წარმომადგენლებთან კონსულტაციების გარეშე და მთავრობის მიერ მხოლოდ ბიზნესჯგუფებისგან მიღებული რჩევა-დარიგებების გათვალისწინებით დამატებითი ცვლილებების შეტანა გახდა: "აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ცვლილებების პროექტი ისეთი სიხშირითა და სისწრაფით განიცდის ტრანსფორმაციას, რომ სოციალურ პარტნიორებს, მხარეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას არა აქვს საშუალება განხილვამდე მათ წერილობითი ფორმით გაეცნოს. ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ კოდექსის სახეცვლილ ვარიანტში დასაქმებულთა ხმა არ ისმის და ის ბიზნესმენთა ერთ ჯგუფზეა მორგებული", - ნათქვამია პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადებაში.
XS
SM
MD
LG