Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო: ავღანეთში სიტუაცია არასტაბილურია


ავღანეთში ნატოს ჯარების ხელმძღვანელი "ბი-ბი-სი"-სთან საუბარში აცხადებს, რომ მიუხედავად შესამჩნევი პროგრესისა, ავღანეთში სიტუაცია კვლავაც არასტაბილურია. გენერალი ჯოზეფ დანფორდი აღნიშნავს, რომ მიღწეული წარმატება დემოკრატიასა და ქალთა უფლებების დაცვის სფეროში, შესაძლოა წყალში ჩაიყაროს, თუკი საერთაშორისო საზოგადოება კოალიციის ჯარების გაყვანის შემდეგ არ გააგრძელებს ქვეყანაში სიტუაციის გაკონტროლებას. დანფორდი კრიტიკულად აუცილებელს უწოდებს თალიბებთან მოლაპარაკებების წარმოებასაც.
XS
SM
MD
LG