Accessibility links

logo-print

გამოძიება დაიწყო ამერიკული საელჩოების თანამშრომლების წინააღმდეგ


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება, რომ დაწყებულია გამოძიება ამერიკული საელჩოების რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგ, რომლებიც საზღვარგარეთ სექსუალურ და სხვა დანაშაულებებში არიან ეჭვმიტანილნი. როგორც უწყების წარმომადგენელი ჯენ პსაკი იტყობინება, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტელეკომპანია სიბიესმა სპეციალური რეპორტაჟი გადასცა. ტელესიუჟეტი ეხებოდა ბეირუთში უსაფრთხოების ერთ-ერთ ოფიცერს, რომელიც მის მიერ დაქირავებულ დაცვას დასცინოდა. გარდა ამისა, სიუჟეტში საუბარი იყო ბაღდადში ამერიკის საელჩოს თანამშრომლების მიერ ნარკოტიკების შეძენის თაობაზე. ტელერეპორტაჟში მოყვანილი იყო ფაქტები, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები უცხოეთში იფოციალური ვიზიტებისას სექსმუშაკთა მომსახურებით სარგებლობდნენ.
XS
SM
MD
LG