Accessibility links

logo-print

მოსკოვში იმართება ოპოზიციის აქცია რუსეთის დღესთან დაკავშირებით


რუსეთის დღესთან დაკავშირებით, ოპოზიციის მხარდამჭერები და უფლებადამცველები მოსკოვში მართავენ საპროტესტო სვლას, ოპოზიციონერების თქმით, პოლიტიკური დევნის მსხვერპლთა მხარდასაჭერად. პოლიციის შეფასებით, აქციაში 3500-მდე ადამიანი მონაწილეობს. ორგანიზატორები კი აცხადებენ, რომ 30 000-მდე მონაწილეს მოელიან. დემონსტრანტებს აღმართული აქვთ პოლიციის მიერ შარშან დაკავებული აქტივისტების სურათები - ეს ხალხი დააკავეს პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინის მესამე ვადით დაბრუნების გასაპროტესტებლად მოსკოვში შარშან, 6 მაისს ჩატარებულ აქციაში მონაწილეობისათვის. 27 პირს აქვს წაყენებული ბრალდებები ბოლოტნაიას მოედანზე, ოფიციალური პირების თქმით, „მასობრივ არეულობასთან“ დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG