Accessibility links

ვლადიმირ პუტინს რუსეთის დღე მიულოცეს ლეონიდ თიბილოვმა და ალექსანდრ ანქვაბმა


პრეზიდენტ პუტინს ფედერაციის ეროვნული დღესასწაული, რუსეთის დღე მიულოცეს მოსკოვის მიერ აღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტებმა. ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, ოსი ხალხი მოხარულია, რომ რუსეთი სწორედ ვლადიმირ პუტინის ბრძნული ხელმძღვანელობით განაგრძობს განვითარებას და საერთაშორისო არენაზე პოზიციების გამყარებას და სათანადოდ აფასებს მის პირად წვლილს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის განვითარებაში. რუსეთის, როგორც მთავარი მოკავშირის და სტრატეგიული პარტნიორის სტაბილურად განვითარებას აფხაზეთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანს უწოდებს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი. ვლადიმირ პუტინისადმი მისალოც წერილში ალექსანდრ ანქვაბი აღნიშნავს, რომ აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად რჩება რუსეთთან ურთიერთობის განმტკიცება.
XS
SM
MD
LG