Accessibility links

logo-print

ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლაში საინტერესო მოსაზრებები იყო


მისასალმებელია, რომ ბატონი პუტინი რეალურად აფასებს იმ გარემოებას, რომ საქართველო ვერასდროს იტყვის უარს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, რაც მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს - განუცხადა დღეს სააგენტო "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ. მისი შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლაში იყო საინტერესო მოსაზრებები და შეფასებები საქართველოსთან განახლებულ დიალოგზე, რომელიც უკვე იძლევა გარკვეულ პოზიტიურ შედეგებს სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობის აღდგენის მხრივ. ზურაბ აბაშიძის თქმით, ქართული მხარე ადასტურებს გადაწყვეტილებას სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის თაობაზე და გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს რუსეთთან ოლიმპიადის უსაფრთხოების საკითხებში. ”ჩვენ მზად ვართ, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები ორი ქვეყნის ურთიერთობის გაჯანსაღების მიზნით და ასევე მოველით, რომ რუსეთი მიიღებს ქმედით ზომებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებზე შექმნილი მწვავე პრობლემების მოსაგვარებლად, რაც დიდ სირთულეებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას და ხელს არ უწყობს ქართულ-რუსულ დიალოგს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
XS
SM
MD
LG