Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის რელიგიური ლიდერის ძმა პრეზიდენტობის ზომიერ კანდიდატს უჭერს მხარს


ირანის რელიგიური ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის უმცროსი ძმა პრეზიდენტობის ზომიერ კანდიდატს, ჰასან როჰანის უჭერს მხარს. ირანის სტუდენტთა ახალი ამბების სააგენტოს ოთხშაბათს მოჰყავს ჰადი ხამენეის მოწოდება ირანის ხალხისადმი, რომ „ააცილონ ირანს რადიკალიზმის მახეში მოხვედრა“ როჰანისთვის მხარდაჭერით პარასკევის არჩევნებში. ირანის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ხათამიმ და რაფსანჯანიმაც როჰანის გამოუცხადეს მხარდაჭერა. რელიგიურმა ლიდერმა ირანელებს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მათაც, ვინც ისლამურ რესპუბლიკას არ ემხრობა, უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, რათა თავიანთ სამშობლოს ამოუდგნენ მხარში.
XS
SM
MD
LG