Accessibility links

თურქეთში გრძელდება დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის


თურქეთში პოლიციასა და ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებს შორის დაპირისპირება გრძელდება. თურქეთის მმართველი პარტიის წინადადებაა - გეზის პარკში მშენებლობის გეგმაზე რეფერენდუმის ჩატარება სტამბოლის მოსახლეობაში. „სამართლისა და განვითარების პარტიის“ წარმომადგენელმა ჰუსეინ ჩელიკმა განაცხადა, რომ მთავრობა იმედოვნებდა რეფერენდუმის ინიციატივა აქციების დაშლას - გეზის პარკისა და ტაქსიმის მოედნის გათავისუფლებას გამოიწვევდა. ჩელიკმა დემონსტრანტებს პარკის „დაუყოვნებლივ“ დატოვებისკენ მოუწოდა. თუმცა, გავრცელებული ცნობებით, პარკსა და მოედანზე აქციის მონაწილეები დღესაც არიან. ოთხშაბათს ღამით ანკარაში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა საპროტესტო აქციის დასაშლელად.
XS
SM
MD
LG