Accessibility links

logo-print

"გუგლი" ირანელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს


„გუგლი“ აცხადებს, რომ დაწყებულია ოპერაცია „ჯიმეილის“ ათეულ ათასობით მომხმარებლის წინააღმდეგ. „გუგლის“ ინფორმაციით, ოპერაციის მონაწილეები ცდილობენ მომხმარებლებს დასტყუონ სახელები და პაროლები. ამერიკული ინტერნეტ-კომპანია აცხადებს, რომ ეს პროცესი ირანში მყოფი მომხმარებლის წინააღმდეგ არის მიმართული, პოლიტიკურად მოტივირებულია და ირანში 14 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. „გუგლი“ არ აზუსტებს - რატომ თვლის პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად, თუმცა, ირწმუნება, რომ პროცესი თითქმის სამი კვირის წინ დაიწყო. „გუგლის“ ვიცე-პრეზიდენტი ერიკ გროსი ირანელებს თავიანთი ანგარიშების დასაცავად მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG