Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ხელისუფლება - თვალთვალის პროგრამებით ათეულობით ტერორისტული თავდასხმა აღიკვეთა


აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტოს დირექტორმა კით ალექსანდერმა სენატში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ ინტერნეტზე თვალთვალისა და სატელეფონო მიყურადების პროგრამების მეშვეობით ათეულობით ტერორისტული თავდასხმის თავიდან აცილება მოხერხდა. აღნიშნული პროგრამების შესახებ ინფორმაცია გასულ კვირაში „გარდიანსა“ და „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა. ინფორმაციის მიმწოდებელი ეროვნული უშიშროების სააგენტოსა და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი კონტრაქტორი ედვარდ სნოუდენი იყო, რომელიც ახლა ჰონგ კონგში იმყოფება. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს პროგრამების არსებობა. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კი განაცხადა, რომ პროგრამებს მეთვალყურეობდნენ კონგრესი და სასამართლოები.
XS
SM
MD
LG