Accessibility links

logo-print

შსს: საქართველოში აღკვეთილია ტერაქტის ჩადენის მცდელობა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აღკვეთილ იქნა ტერაქტის ჩადენის მცდელობა. სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთშაბათს გამთენიისას თბილისში დააკავეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, რომელთა დროებითი საცხოვრისიდანაც ამოღებულია დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება, საბრძოლო მასალა და ყალბი დოკუმენტები. სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვისთან ჰქონდათ კავშირი ტერაქტის მზადებაში მხილებულ პირებს.
XS
SM
MD
LG