Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში გრძელდება დაპირისპირება, რეფერენდუმის ინიციატივის მიუხედავად


თურქეთში, როგორც ჩანს, გრძელდება პოლიციელებსა და მთავრობის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მიუხედავად მმართველი პარტიის წინადადებისა, გაიმართოს რეფერენდუმი სტამბოლში, ტაქსიმის მოედანთან მდებარე გეზის პარკში სადავო მშენებლობის საკითხზე. მშენებლობის მოწინააღმდეგე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას მოჰყვა ბოლო ორი კვირის საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეებიც პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის გადადგომას მოითხოვენ. თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ პრესმდივნის, ჰუსეინ ჩელიკის თქმით, მთავრობა იმედოვნებს, რომ რახან „კეთილი ნება“ გამოავლინა რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით, დემონსტრანტები დარწმუნდნენ გეზის პარკის და მიმდებარე ტაქსიმის მოედნის დატოვების მართებულობაში. მთავრობის პრესმდივანმა დემონსტრანტებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ გეზის პარკი. მაგრამ, როგორც იუწყებიან, პარკშიც და მიმდებარე ტაქსიმის მოედანზეც გრძელდება აქციები.
XS
SM
MD
LG