Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს


საბერძნეთში დღეს საყოველთაო გაფიცვით გამოთქვამენ პროტესტს საზოგადოებრივი მოუწყებლის დახურვის გამო. არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საავადმყოფოებში პაციენტებს მხოლოდ გადაუდებელ დახმარებას უწევენ. დახურულია საჯარო უწყებები, არ გამოსულა გაზეთები. გაფიცვის ორგანიზატორია საბერძნეთის ორი უდიდესი პროფკავშირი. მთავრობამ სამშაბათს საღამოს შეაჩერა საბერძნეთის სამაუწყებლო კორპორაციის მუშაობა და მიზეზად მისი არასწორი მართვა და ფულის უყაირათო ხარჯვა დაასახელა. სამუშაოს გარეშე დარჩა 2600-ზე მეტი თანამშრომელი. მთავრობა პირობას დებს, რომ შემოდგომამდე შეიქმნება უფრო მომცრო, რეფორმირებული საზოგადოებრივი მაუწყებელი. ათენისაგან უცხოელი დონორები მოითხოვენ საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას, რათა მას მიაწოდონ კრედიტები 240 მილიარდი ევროს მომცველი დახმარების ფონდიდან.
XS
SM
MD
LG