Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი „უკანასკნელი გაფრთხილებით“ მიმართავს დემონსტრანტებს


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, მისივე თქმით „უკანასკნელი გაფრთხილებით“ მიმართა დემონსტარნტებს, რომლებიც სტამბულში, ტაქსიმის მოედანთან მდებარე გეზის პარკში არიან დაბანაკებული. ერდოანმა დღეს ტელევიზიით განაცხადა, რომ პოლიცია აღარ შეეგუება ამ საპროტესტო ბანაკის არსებობას. საპროტესტო აქციები ორი კვირის წინ დაიწყო, გეზის პარკში დაგეგმილი მშენებლობის გასაპროტესტებლად. პოლიციის უხეში ქმედების შემდეგ, დემონსტრაციები ერდოანის საწინააღმდეგო უპრეცედენტო აქციებში გადაიზარდა და თურქეთის ბევრ სხვა ქალაქსაც მოედო. დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებამ ამასობაში, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი შეიწირა, დაშავდა 5000-ზე მეტი. ტაქსიმის მოედანზე დღეს ასობით დემონსტრანტი რჩებოდა მიუხედავად ერდოანის პარტიის წინადადებისა, გაიმართოს რეფერენდუმი სტამბოლში სადავო მშენებლობის საკითხზე.
XS
SM
MD
LG