Accessibility links

logo-print

მიხაილ პროხოროვი არ აპირებს მოსკოვის მერის არჩევნებში მონაწილეობას


რუსი მილიარდერი, მიხაილ პროხოროვი აცხადებს, რომ არ აპირებს მოსკოვის მერის მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობას. პროხოროვმა დღეს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მისი პარტია, „სამოქალაქო პლატფორმა“ არ წამოაყენებს კანიდატურას 8 სექტემბრის ვადამდელი არჩევნებისათვის და, ამის ნაცვლად, მოემზადება მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებისათვის, რომელიც მომავალ წელს ჩატარდება. მოსკოვის მერის ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც გასულ კვირაში მერის პოსტიდან მოულოდნელად გადადგა სერგეი სობიანინი. ის მმართველ პარტია „ერთიანი რუსეთის“ ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ დამოუკიდებელ კანდიდატად აპირებს მერის არჩევნებში მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG