Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიწას მიაბარეს ავღანეთში დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების შვიდი სამხედრო მოსამსახურე


დღეს დაკრძალეს საქართველოს შეიარაღებული ძალების 7 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ავღანეთში 6 ივნისს მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. კაპრალები თეიმურაზ ორთავიძე, გიორგი ადამოვი და ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითები ზურაბ გურგენაშვილი, ზვიად სულხანიშვილი და გიორგი ღუჭაშვილი და რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს მათ მშობლიურ კახეთის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის რეგიონებში. ავღანეთში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელებმა, პარლამენტის, მთავრობის, პოლიტიკური პარტიების წევრებმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა.
XS
SM
MD
LG