Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია: საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი მიიღებს ერთჯერად დახმარებას 100 ათას ლარს


ჯარისკაცი თავისი სიცოცხლის ფასად იცავს სამშობლოს, სამშობლომ უნდა დაიცვას მისი ოჯახი და სახელმწიფოს ღირსების საქმეა დააფასოს ყველა გმირი, ვინც თავი გასწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის - ნათქვამია თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მიერ დღეს გავრცელებულ მიმართვაში. მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, რომელსაც მხარი დაუჭირა მთავრობამ, ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ყველა გმირის ოჯახი, დაწყებული აფხაზეთის საბრძოლო მოქმედებებიდან, მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის ჩათვლით, მიიღებს ყოველთვიურად 1000 ლარს. ირაკლი ალასანიას განმარტებით, ორეტაპიანი ცვლილების განხორციელება 2014 წელს დაიწყება და 2015 წელს დასრულდება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ცვლილება შედის სამხედრო სამსახურის სტატუსის კანონში და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი 15 ათასი ლარის ნაცვლად მიიღებს ერთჯერად დახმარებას 100 ათას ლარს.
XS
SM
MD
LG