Accessibility links

logo-print

კარასინი: მოსკოვმა თბილისთან შესაძლოა, უახლოეს თვეებში მიაღწიოს შეთანხმებას სავიზო რეჟიმის შემსუბუქების საკითხში


მოსკოვმა შესაძლოა, უახლოეს თვეებში მიაღწიოს შეთანხმებას თბილისთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქების საკითხში, თუმცა რეჟიმის სრულ გაუქმებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია - განუცხადა დღეს სააგენტო რია-ნივისტის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა. კარასინი ვარაუდობს, რომ გაფართოვდება იმ პირთა კატეგორია, რომლებსაც მოსაწვევების საფუძველზე აძლევენ ვიზებს. ამ კატეგორიაში ახლა მხოლოდ ახლო ნათესავები შედიან. მისივე თქმით, სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე დიალოგი გრძელდება, მაგრამ იმ პირობებში, როცა რუსეთს და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები არ გააჩნიათ, სავიზო რეჟიმის საერთოდ გაუქმებაზე მსჯელობა ნაადრევია.
XS
SM
MD
LG