Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაეროს რეზოლუციას დღეს 62 ქვეყანამ დაუჭირა მხარი


გაერო-ს გენერალური ასამბლეის 67-ე სესიაზე დღეს უყრეს კენჭი საქართველოს შესახებ რეზოლუციას, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში, ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობას, ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირთა საკუთრების უფლების დაცვის მნიშვნელობას ეხება.
რეზოლუციას, რომლის სახელწოდებაა სახელწოდებაა "აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან (სამხრეთ ოსეთი/საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" - 62 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ სამინისტროში დღეს საღამოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დაფიქსირდა 62 მხარდამჭერი. ტექნიკური ხარვეზის გამო, საკუთარი მხარდაჭერა ვერ დააფიქსირა აზერბაიჯანმა. მან გააკეთა შესაბამისი განცხადება და მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის მხარდაჭერა ოფიციალურად დადასტურდება რეზოლუციას ეყოლება 63 მხარდამჭერი. რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს, ფანჯიკიძის თქმით, დღევანდელ სესიაზე რეზოლუციას ჰყავდა 16 მოწინააღმდეგე ქვეყანა, ხოლო 84-მა წევრმა ქვეყანამ პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
შარშან მსგავს რეზოლუციას მხარი დაუჭირა 60 ქვეყანამ და მოწინააღმდეგე იყო 15.
XS
SM
MD
LG