Accessibility links

დემონსტრანტები უგულებელყოფენ თურქეთის პრემიერის მოწოდებას


ათასობით დემონსტრანტი, თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ერჯეფ თაიფ ერდოანის მოწოდების მიუხედავად, არ ტოვებს ბოლო ორი კვირის საპროტესტო გამოსვლების ადგილს, გაზის პარკს, სტამბოლის ცენტრში. ისინი რჩებიან თაქსიმის მოედანზე და იქ ღამის გასათევად ემზადებიან, მიუხედავად ერდოანის „ბოლო გაფრთხილებისა,“ დატოვონ არეალი. თურქეთის არაერთ ქალაქში ბოლო დღეებში დემონსტრაციები გრძელდებოდა. მათი მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ ერდოანის ავტორიტარული მმართველობის და ისლამისტური ფესვების მქონე მთავრობის წინააღმდეგ. სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და ხუთი ათასი დაშავდა პოლიციასა და დამონსტრანტებს შორის შეტაკების დროს.
XS
SM
MD
LG