Accessibility links

logo-print

ჩეხეთში კორუფციაში ბრალდებით დააკავეს პრემიერის მრჩეველი


ჩეხეთის პოლიციამ კორუფციაში ბრალდებით დააკავა პრემიერ-მინისტრ პეტრ ნეჩასის მაღალი რანგის მრჩეველი იანა ნაგიოვა. ნაგიოვა დაკავეს ნეჩასის ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტიასთან დაკავშირებულ ოთხ სხვა პოლიტიკოსთან ერთად. ოპერაცია ოთხშაბათს დაიწყო და ხუთშაბათამდე გაგრძელდა. კორუფციასთან მებრძოლი უწყების ხელმძღვანელი და ორი პროკურორი თვით პრემიერსაც ეწვიენ. საგანგებო დანიშნულების რაზმი გააგზავნეს თავდაცვის სამინისტროში, პრაღის მერიაში, და პოლიტიკოსებთან დაკავშირებული ორი გავლენიანი ბიზნესემენის ვილებსა და ოფისებში. ამ მოვლენების გარშემო სასაუბროდ პრეზიდენტი ზემანი პარასკევს შეხვდება პრემიერს, პოლიციის უფროსს და ოპოზიციური, ცენტრისტულ-მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერებს.
XS
SM
MD
LG